ახალი ამბები
სენაკში დიალიზის სერვისცენტრი გაიხსნა
სენაკის მუნიციპალიტეტში დიალიზის სახელმწიფო სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა.

"ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული", - ვკითხულობთ სამინისტროს ვებ გვერდზე.

იქამდე, დიალიზის სერვისცენტრები გაიხსნა მესტიაში, წალენჯიხასა და მარტვილში



ფოტო: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო


Print