ახალი ამბები
აფხაზეთში ხანძრის კერებს ისევ ებრძვიან
აფხაზეთში ხანძრის ახალ კერებს აქრობენ. ინფორმაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტყის ქვედა საფარს უკიდია გაგრის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და გალის რაიონებში.

ამავე ცნობით, ბოლო 24 საათია, ადგილზე მეხანძრე - მაშველები მუშაობენ.

უფრო ადრე, ოჩამჩირის ოთხ სოფელთან, 40 ჰექტარზე მოდებული ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა. 

„საგანგებოს“ განმარტებით, ხანძარი ჩნდება იმის გამო, რომ მოსახლეობა საგაზაფხულო - საველე სამუშაოებისთვის ემზადება, ტერიტორიებს ასუფთავებს და შემდეგ მშრალ ბალახს უკიდებს ცეცხლს, რომელიც უკონტროლოდ გავრცელებას იწყებს.

Print