ახალი ამბები
ნაომი კემპბელს ჩვენებაზე ეცვა კაბა, რომლის შექმნაშიც ზუგდიდელმა ოსტატმა მიიღო მონაწილეობა
რამდენიმე კვირის წინ პარიზში გამართული მაღალი მოდის ჩვენებაზე ტოპ მოდელს ნაომი კემპბელს ბერძენი დიზანერის ის კაბა ეცვა, რომლის შექმნაში ზუგდიდელმა მაკა ქაჯაიამაც მიიღო მონაწილეობა.

სწორედ ამ კაბით გაიხსნა სილია კრიტარიოტის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

"მთვარის შუქი ოკეანეში პარიზის Haute Couture 2024-დან...

დიზაინერი სილია კრიტარიოტი უზარმაზარი ოკეანესავით უზარმაზარი ნიჭით...

მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთებს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე გავხდი ჩემი ხელების მოკრძალებული შესაძლებლობებით", - წერს მაკა ქაჯაია სოციალურ ქსელში.

ზუგდიდელი დიზაინერი სამშობლოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა და მუშაობა საბერძნეთში განაგრძო. ზუგდიდში მას საკუთარი სამკერვალო "Kere House" ჰქონდა.

Print