ახალი ამბები
როგორ ამინდს ელიან უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები
20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში, შესაძლოა, 20 და 22 თებერვალს იწვიმოს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.


სანაპირო რაიონებში, მათ შორის, ანაკლიასა და ფოთში, 20-21 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს, შესაძლოა, იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსს ვარაუდობენ.

რაც შეეხება მესტიას, 20 და 22 თებერვალს მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსს მიაღწევს.

Print