ახალი ამბები
აფხაზეთის წყლებში მყოფ თურქულ სეინერზე სამი მეთევზე გარდაიცვალა - დე ფაქტო სატრანსპორტო პროკურატურა
ორი მეთევზე, რომელიც თურქულ სეინერზე მოიწამლა, გაგრის საავადმყოფოდან გაწერეს. კიდევ ორი - რეანიმაციულიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ „ტასს“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ოკუპირებული აფხაზეთის „სატრანსპორტო პროკურატურის“ ინფორმაციით, თურქულ სეინერზე 16 თებერვალს მომხდარზე „საგამოძიებო მოქმედებები“ მიმდინარეობს.

მანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ თურქულ სეინერზე დაღუპული მეთევზეები საწყობის დასუფთავებისას „მკვდარი თევზის სუნით მოიწამლნენ“. ამავე ცნობით, მათი ცხედრები გაგრის პროზექტურაში გადაასვენეს, კიდევ ოთხი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თურქეთიდან ჩამოსული გემი აფხაზეთის წყლებში თევზჭერის სეზონის დაწყებიდან, 2023 წლის დეკემბრიდან იმყოფებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გემზე ტრიუმი არ ამ დროიდან არ გახსნილა და როდესაც პარასკევს, ერთ - ერთი მეთევზე მის გასარეცხად ჩავიდა, გონება დაკარგა, დანარჩენ ორსაც იგივე დაემართა, სამივე გარდაიცვალა", - თქვა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომდგენელმა, ბესლან ჯოპუამ. მან აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ თანამშრომლები, საწყობი დაკეტილია და ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. 

ჯოპუას თქმით, აფხაზური მხარის დახმარებით, დაღუპული მეთევზეების ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ.


Print