ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში 2023 წელს 97783 ვიდეოჯარიმა გამოიწერა - შსს
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2023 წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 97783 ვიდეოჯარიმა აღირიცხა, გადახდილი თანხის რაოდენობა კი 5 385 650 ლარია.

ამავე ცნობით, 20%-იანი შეღავათით 1 041 628.5 ლარი დაირიცხა.

შსს-ს მონაცემებით, ზუგდიდის მასშტაბით 64 199 ჯარიმა გამოიწერა, დარიცხული თანხის ოდენობამ 3 002 150 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, 19 756 სამართალდამრღვევმა ისარგებლა 20%-იანი შეღავათით და 550 261 ლარი გადაიხადა.
Print