ახალი ამბები
პირველად ჩხოროწყუს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პირველი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მარშრუტი ჯერ დადგენილი არ არის, ადგილობრივ ხელისუფლებაში იმ სოფლებზე მსჯელობენ, სადაც შესაძლებელი იქნება ტრანსპორტით გადაადგილება და უახლოეს დღეებში გაეცნობა საზოგადოებას.

ამავე ინფორმაციით, ტრანსპორტი 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 


ფოტო: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
Print