ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ყვავილებისა და თაიგულების შესასყიდად 12 460 ლარი გამოყო
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის თაიგულებისა და ყვავილების შესასყიდად 12 460 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გათვალისწინებულია ყვავილების 4 გვირგვინი, ვარდების/ტიტების 40 და სეზონური ყვავილების 48 თაიგული.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურისთვის განკუთვნილია ყვავილების 17 გვირგვინი და თაიგულის 15 სასაჩუქრე კალათა.

მერიის კულტურის განყოფილება 5 გვირგვინს, ვარდის ან ტიტას 50 თაიგულს და სეზონური ყვავილების 25 თაიგულს მიიღებს, მერიის სამსახურის განათლების განყოფილება კი 1 ყვავილების გვირგვინსა და სეზონური ყვავილების 180 თაიგულს.

ტენდერში წინადადებები 24-დან 26 თებერვლის ჩათვლით მიიღება. მომსახურების გაწევის ვადად ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.

Print