ახალი ამბები
მომდევნო დღეებში უნალექო, თუმცა ქარიან ამინდს პროგნოზირებენ
24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


სანაპირო რაიონებში, მათ შორის, ანაკლიასა და ფოთში, უნალექო ამინდს ვარაუდობენ. 25-26 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +14, +16 გრადუსს მიაღწევს. ასეთივე ამინდია ნავარაუდევი დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის, ზუგდიდსა და მარტვილში.

რაც შეხება მესტიას, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსამდეა მოსლოდნელი.


Print
თეგები: ამინდი / სითბო / ქარი /