ახალი ამბები
შეიქმნას მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა - ანა წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, საჭიროა შეიქმნას მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადარჩენის და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა.

"გუშინ მშობლიური ენის დღე იყო, რომელსაც ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, ამიტომ, მე მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მეგრულად წარვდგე. მეგრულად იმის საჩვენებლად ვსაუბრობ, რომ ენა ჩემი იდენტობის ნაწილია. მეგრული ენა ახლა სიკვდილის პირას დგას და ჩემი ვალია ერთი აგური მაინც დავდო ჩემი ენის გადარჩენის საქმეში. მე მჯერა, რომ მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვა-თუშურის გადარჩენა ბევრს ჩემსავით უთბობს გულს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მის გარეთაც", - თქვა პარლამენტში ანა წითლიძემ მეგრულ ენაზე.

მან მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოსა და განათლების კომიტეტს, რათა გაიხსნას დისკუსია აღნიშნულ საკითხზე.
Print