რეგიონი
უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა
ზუსტად ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

24 თებერვალს, გამთენიისას, დილის 03:40 საათზე რუსლი ტანკები უკრაინის ქალაქ ლუგანსკის რეგიონში შეიჭრნენ.

ცოტა ხანში კი ვლადიმირ პუტინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.

გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი, დღემდე, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის 800 000 ბავშვი ფრონტის ხაზთან, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს.

რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებში 59 ქართველი დაიღუპა, მათ შორის არის ბახვა ჩიქობავა, ავთო რურუა, ბადრი მარკელია, რომეო ფიჩხაია, რონალდ კვარაცხელია და მერაბ ალადაშვილი, რომელთა ცხედრების დაღუპვის ადგილიდან გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება.

Print