ახალი ამბები
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ქვეითებს ავტომანქანა დაეჯახა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული ახალგაზრდები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
Print