ახალი ამბები
ზუგდიდელი ნიკო კონჯარია ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებულია
ზუგდიდელმა ნიკა კონჯარიამ ქალაქ ფუჯეირაში გამართულ ახალგაზრდულ ლიგაზე 14-15 წლების +70კგ კატეგორიაში 5 მოგებული ბრძოლით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, მან ფინალში ეგვიპტელი მეტოქე ანგარიშით 2-2 (პირველი ქულის უპირატესობით) დაამარცხა.

Print