ახალი ამბები
მესტიაში "გემო ფესტი" მიმდინარეობს
მესტიაში, უკვე მეორე დღეა კულინარიული ღონისძიება "გემო ფესტი" გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

,,გემო ფესტი უკვე ცნობილი გასტრონომიული ფესტივალია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოგზაურისთვის. ამ სიტყვების დასტური აქ არსებული ვითარებაა. გემო ფესტი ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეებს, მესტიის პოპულარიზაციასა და შესაბამისად, ტურიზმის განვითარებას", - თქვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

ამავე ცნობით, ფესტივალზე დამსწრეებს შეუძლიათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ.

ღონისძიებაზე მოეწყო სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეებიც. 


ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
Print