ახალი ამბები
ეს გახლავთ ამ წლებში ერთეული, ერთადერთი ფაქტი - წალენჯიხის მერი ქრთამის აღებისთვის დაკავებულებზე
"წალენჯიხის მერიის პრიორიტეტი თავიდანვე იყო კორუფციასთან ბრძოლა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,რომ მერიაში ამოძირკვულია მისი სისტემური ხასიათი და ეს გახლავთ ამ წლებში ერთეული,ერთადერთი ფაქტი", - ამის შესახებ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, დაკავებულები მერიის დიდი ხნის თანამშრომლები არიან და წალენჯიხის მერია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

"ვთხოვ ყველას,გამოძიების დასრულებამდე,თავი შევიკავოთ მთლიანად მერიის რეპუტაციული ზიანისგან", - აცხადებს ის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. 26 თებერვალს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.


ამავე თემაზე:

წალენჯიხაში მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
Print