ახალი ამბები
რეგიონებს ახალი სახანძრო ავტომანქანები გადაეცემათ
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ახალი სახანძრო ავტომობილები ადგილზე დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.

"აღნიშნული მანქანები დამზადებულია ევროპაში და აღჭურვილია ყველა იმ შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობებით, რომლებიც სრულად არის მორგებული ხანძრებთან საბრძოლველად", - თქვა მღებრიშვილმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას.
Print