ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4 მარტამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში უნალექო ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა კი +20, +22 გრადუსი იქნება.

მესტიაში მოსალოდნელია +12, +14 გრადუსი.





Print