ახალი ამბები
გალის და ოჩამჩირის რაიონებში ხანძრის ახალ კერებს აქრობენ
აფხაზეთში კვლავ მკვეთრად გაიზარდა ბუნებრივი ხანძრების რიცხვი. ტყის ქვედა საფარი იწვის გაგრის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში. ზოგ შემთხვევაში, ცეცხლი რამდენიმე სოფლის მოსახლეობას მიუახლოვდა და დამხმარე ნაგებობებსაც მოედო.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებოს სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ოჩამჩირის რაიონში ხანძრის ქრობაში 25 მეხანძრე-მაშველია ჩართული. გალის რაიონში ცეცხლი, თითქმის, 30 ჰექტარზეა გავრცელებული, რასაც მშრალი და ქარიანი ამინდი უწყობს ხელს.

"საგანგებოს" განმარტებით, ხანძარი ჩნდება იმის გამო, რომ მოსახლეობა საგაზაფხულო - საველე სამუშაოებისთვის ემზადება, ტერიტორიებს ასუფთავებს და შემდეგ მშრალ ბალახს უკიდებს ცეცხლს, რომელიც უკონტროლო გავრცელებას იწყებს.

Print