რეგიონი
Euronews-მა საქართველოს რუკა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე გამოაქვეყნა
ევროპის წამყვანმა საერთაშორისო არხმა „ევრონიუსმა“ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოაქვეყნა.

საერთაშორისო მედიასაშუალების მიერ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების ფოტოკოლაჟში საქართველოც არის დატანილი, თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, "ევრონიუსი" არის ტელევიზია, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ტელევიზიების მიერ. ჯერჯერობით დავარქვათ შეცდომა ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს შეცდომად დარჩება, თუ მალე გამოასწორებს ამ შეცდომას. ეს გახლავთ რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომ საქართველოს რუკის ასეთი ვიზუალის დამკვიდრება მოხდეს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამოასწოროს "ევრონიუსმა“ შეცდომა," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Euronews-ი  24-საათიანი საინფორმაციო სატელევიზიო არხების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიო მოვლენების ვიდეოქრონიკებსა და აუდიოკომენტარებს ცამეტ ენაზე.

ქსელმა მაუწყებლობა 1993 წლის 1 იანვარს დაიწყო.



Print