დღეიდან, 1-ლი მარტიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები შეიცვალა.
ღირებულება გაიზარდა მარტვილის კანიონის შემთხვევაშიც.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები კანიონში შესასვლელად დღეიდან 10,35 ლარის ნაცვლად 12 ლარს გადაიხდიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარს.
ნავით გასეირნება კი 15-ის ნაცვლად 20 ლარად იქნება შესაძლებელი.
აქვე აღნიშნულია, რომ 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან, 6-18 წლამდე პირებისთვის კი ამ ადგილებზე შესვლის ფასი ისევ 5,5 ლარი იქნება.
სააგენტოში ფასების ცვლილების მიზეზად საქმიანობის უფრო ეფექტიანად გახდომის, ასევე, გარემოსდაცვითი და ეკოტურიზმის მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებლი ხარჯების ზრდას ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები