ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერსა და ყოფილ თანამშრომელს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
ჩხოროწყუს მერს დავით გოგუასა და მერიის ყოფილ თანამშრომელს შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ინფორმაცია რადიო “ათინათს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.
Print