ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს
ჩხოროწყუს მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, მერიის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს. ინფორმაცია რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

მათივე განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნული ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, გამოძიება კი, თავდაპირველად,  სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

Print