ახალი ამბები
ბჟანიას კორტეჟი სოხუმში ავარიაში მოყვა - მედია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საპრეზიდენტო კორტეჟი“ ავარიაში მოყვა.

„აფხაზური პორტალის“ ცნობით, 12 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. ამავე ცნობით, სავარაუდოდ, ის არ დაშავებულა.

„ეტყობა ჩათვალეს, რომ საპრეზიდენტო ავტოკოლონაზე კანონი არ ვრცელდება, მას ყველამ გზა უნდა დაუთმოს და ამიტომაც, პრეზიდენტის დაცვის ავტომობილი გამვლელ მანქანას შეეჯახა. გასაკვირი ის არის, რომ ორივე ზოლი თავისუფალი იყო, მაგრამ პრეზიდენტის ავტომობილმა მოახერხა და იმ დროს ტრასაზე მიმავალ ერთადერთ მანქანას დაეჯახა“,  - ნათქვამია შეტყობინებაში.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც იტყობინება, რომ დაზიანებული მანქანა „აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის“ შენობის წინ გვიან საღამოს ისევ იდგა. 

სოხუმში „ოფიციალურ სტრუქტურებს“ მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.


Print