ახალი ამბები
ზუგდიდიში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გაიხსნა
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ზუგდიდში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.

ახალი სადგური მესამე საჯარო სკოლის ეზოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში შვედეთის ელჩთან ერთად გახსნა.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 15 სადგურის მეშვეობით ხორციელდება, საიდანაც 13 ავტომატური და 2 მობილურია.

სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.


Print