ახალი ამბები
ზუგდიდში ე.წ. საჯვაროს გადასახვევზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ზუგდიდში, ე.წ. საჯვაროს გადასახვევზე, გზაჯვარედინზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების და სახანძროს მანქანები.



რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომობილების მძღოლები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ყუფუნიას ქუჩაზე მოხდა. 

Print