ახალი ამბები
2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 24 ადამიანი დაიკარგა - შსს
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 24 ადამიანი დაიკარგა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი იყო.

მონაცემების მიხედვით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთაგან 21 მოიძებნა.

სამძებრო საქმეების სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 1973-2023 წლებში 473 დაკარგული აღირიცხა, მათგან 393 კი იპოვეს. დღეის მდგომარეობით, 80 ადამიანია მოსაძებნი.
Print