ახალი ამბები
ამინდის გაუარესების გამო მოსახლეობას აფრთხილებენ
19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი და ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

,,საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა'', - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.





Print