ახალი ამბები
აფხაზეთი და სახრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - იენს სტოლტენბერგი
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის აქტივობები აბსოლუტურად უკანონოა.

„გუშინ ბაქოში ვიყავი, დღეს თბილისში ჩამოვედი. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებთ საქართველოს ნატო-ში და ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაგვაჩნია პარტნიორებს შორის. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატო-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო რუსეთისადმი მოწოდებას აგრძელებს, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლობა უკან გაითხოვოს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები „არც სამართლიანი და არც თავისუფალი“ იყო.

„არც სამართლიანი და არც თავისუფალი არჩევნები რუსეთში არ იყო, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ნატო-ს მოკავშირეები 99% დახმარებას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ, ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ ეს მოვლენები შეწყვიტოს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

Print