ახალი ამბები
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს, 21 მარტს მსოფლიო, მათ შორის, საქართველო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სარეაბილიტაციო მკურნალობას უფინანსებს. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე დღის ცენტრიც.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი სიმბოლურადაა შერჩეული, რადგან რიცხვი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, მესამე თვე კი ქრომოსომის გასამებას.



Print