ახალი ამბები
ფინალის დიდ ეკრანზე ყურება ჯვარშიც შეეძლებათ
საქართველო-საბერძნეთის ფეხბურთის ევროპის პლეი ოფის ფინალის ყურება დიდ ეკრანებზე გარდა ზუგდიდის, მარტვილისა და ფოთისა, ჯვარშიც შეეძლებათ მსურველებს.

წალენჯიხაში კულტურის ცენტრის - ჯვარის კულტურის სახლში მატჩის ტრანსლირება 21 საათზე დაიწყება.

"ახალგაზრდული სათათბიროს" ორგანიზებით, მატჩის ტრანსლირება მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება. დიდ ეკრანზე თამაშის ყურება შესაძლებელი იქნება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში, სოციალურ კაფე “მეგობარსა” და ზუგდიდი მოლშიც. მატჩის ჩვენება ასევე გაიმართება მარტვილში, კულტურის სახლის მიმდებარედ, მატჩის ჩვენება ასევე გაიმართება მარტვილში, კულტურის სახლის მიმდებარედ, და ფოთში, ცენტრალურ სტადიონთან. საქართველო-საბერძნეთის მატჩი თბილისში, დინამოს ეროვნულ სტადიონზე 9 საათზე დაიწყება.

გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

21 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


ფოტო: ეროვნული ნაკრები
Print