ახალი ამბები
ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლაში ნიკა კვეკვესქირის საფეხბურთო პრიზები ინახება
ილია ჭავჭავაძის სახელობის ზუგდიდის №7 საჯარო სკოლის (ყოფილი მე-15 სკოლა) არქივში დღემდე ინახება ნიკა კვეკვესქირისა და სკოლის საფეხბურთო გუნდის პრიზები. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

სწორედ ზუგდიდის მე-15 სკოლაში სწავლობდა გამარჯვების გოლის ავტორი ნიკა კვეკვესქირი.

"სასკოლო გუნდის შემადგენლობა: ნიკა კვეკვესქირი, ლევან ხორგუანი, პაატა ბასარია, ვლადიმერ კოხია, გიორგი ქვარცხავა...სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ვამაყობთ შენი წარმატებით", - წერს ფეისბუქზე ლორიტა მიქავა.

ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულმა გუნდებმა მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დაასრულეს.

შეხვედრის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა.

ამ გამარჯვებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წელს გერმანიაში გაიმართება.


ამავე თემაზე:

ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ - ნიკა კვეკვესქირის დედის პირველი ემოციები (აუდიო)

გამარჯვების მეორე დღე და ზუგდიდელების მილოცვა (ვიდეო)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

ნიკა კვეკვესქირი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, აფხაზეთიდანაა

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს


Print