ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში 2023 წელს დაბადებულთა რაოდენობა შემცირებულია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 2 608 ბავშვი დაიბადა.


ამავე ცნობით, გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, მონაცემები 228-ით შემცირებულია.

რაც შეეხება გარდაცვალებას, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს 4 119 ადამიანი გარდაიცვალა. ეს რიცხვი კი, 1511-ით აღემატება შობადობის რაოდენობას. 

სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს 2 011 წყვილი დაქორწინდა. 2022 წელთან შედარებით, აღნიშნული რიცხვი 153-ით შემცირებულია.

დემოგრაფიულ მაჩვენებლებში ასევე მითითებულია, რომ წინა წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 507 წყვილი განქორწინდა, რაც 116-ით აღემატება 2022 წლის რაოდენობას.

 

Print