რეგიონი
მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები თბილ ამინდს ვარაუდობენ
2-3 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა და ზოგან ძლიერი ქარია ნავარაუდევი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ტემპერატურა დღის საათებში +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით +27, +29 გრადუსი იქნება. მესტიაში კი მოსალოდნელია +22,+24 გრადუსი.

Print