ახალი ამბები
ჭალადიდში ავარიის შედეგად დედა-შვილი დაშავდა
ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი პირი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაცით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ცნობით, ახალგახრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ქალის კი, საშუალო სიმძიმის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.


Print
თეგები: ავარია / ხობი /