ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა მარტში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის 20 ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის მარტში, ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 28 პირი, მათგან 11 დაკავებულია.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 99 161 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება“, - ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Print