ახალი ამბები
დღეს საკრებულოში ფრაქცია "ახალი" შეიქმნება
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ცნობად მიიღებენ წარდგინებას ფრაქცია "ახალის" შექმნის თაობაზე.

შესაბამისი ცნობა უკვე მიიღო საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" იმ 14 წევრებისგან შედგება, რომელმაც პარტია რამდენიმე თვის წინ დატოვა. 14 ოპოზიციონერი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ახალ გუნდს, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებას შეუერთდა. შესაბამისად, საკრებულოში სწორედ ახალი ფრაქციის ფარგლებში იმუშავებენ, თავმჯდომარე კი კვლავ მაია კალანდია იქნება.

საკრებულოში "ენმ"-დან წასვლის შესახებ განცხადება მაია კალანდიამ 5 დეკემბერს გააკეთა. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე მოვლენები და აზრთა სხვადასხვაობა შეუძლებელს ხდიდა თანამშრომლობის პერსპექტივას. 13 მარტს მან განაცხადა, რომ თანამოაზრეებთან ერთად მელიასა და გვარამიას პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდებოდა.
Print