ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ხოლო 7-8 აპრილს უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში 6 აპრილს იწვიმებს, შემდეგ კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსია ნავარაუდევი.

Print