რეგიონი
შესაძლოა ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური საკრებულოს კრიზისი დადგეს- მაია კალანდია
5 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.

ფრაქცია ,,ახალის’’ თავმჟდომარე მაია კალანდია, ფიქრობს რომ პარტიები ,,ნაციონალური მოძრაობა და ,,ქართული ოცნება’’ შეთანხმებულად მოქმედებენ.
კალანდია აღნიშნავს, რომ, შესაძლოა,  ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური საკრებულოს კრიზისი დადგეს.

,,ჯერ შემთხვევით მომეჩვენა ის, რომ კვორუმი არ შედგა, მაგრამ, როგორც იტყვიან, პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი არ ხდება. ნაციონალური მოძრაობაში დარჩენილი წევრებისა და "ქართული ოცნების" წევრების ერთდროული ე.წ დამთხვევა, რომ კვორუმი არ შეადგინეს, მიუთითებს იმაზე, რომ ზაზა გოროზიას და ირაკლი გოგოხიას ბიზნეს ინტერესები ისე საუკეთესოდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან წლების განმავლობაში, რომ შედგა მათ შორის შეთანხმება. შესაძლოა, ველოდოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური საკრებულოს კრიზისს შემდგომში. ამას ვაანონსებ, იმიტომ, რომ დაგვემუქრნენ, ჩვენ ერთად რაღაცას ვიზამთო. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთანმხებული მოქმედება", - აღნიშნა კალანდიამ.

ინფორმაციისთვის, "ენმ"-დან წასვლის შესახებ განცხადება მაია კალანდიამ 5 დეკემბერს გააკეთა. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე მოვლენები და აზრთა სხვადასხვაობა შეუძლებელს ხდიდა თანამშრომლობის პერსპექტივას. 13 მარტს მან განაცხადა, რომ თანამოაზრეებთან ერთად მელიასა და გვარამიას პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდებოდა.

ამავე თემაზე:

დღეს საკრებულოში ფრაქცია "ახალი" შეიქმნება

საკრებულოში ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება გადაიდო





Print