ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ბორდერიზაციის საქმეზე პასუხისმგებლობა დააკისრა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, საქმე ეხება:

სიცოცხლის უფლებას ( კონვენციის მე-2 მუხლი)

არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას ( კონვენციის მე-3 მუხლი)

თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას ( კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი)

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას ( კონვენციის მე-8 მუხლი)

საკუთრების უფლებას (კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი მუხლი)

განათლების უფლებას (კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის მეორე მუხლი)

მიმოსვლის თავისუფლებას ( კონვენციის დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლი)


სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანებს წაართვეს სასოფლო-სამეურნეო მიწები, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს, ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განათლების მისაღებად გრძელი და სახიფათო გზა გაევლოთ.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ სამი საჩივარი აქვს შეტანილი. გარდა ამისა, შეტანილია 200-მდე ინდივიდუალური საჩივარი 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან ან "ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით.
Print