ახალი ამბები
13 აპრილამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია ნავარაუდევი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 13 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამავე ცნობით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში 11-12 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, 13 აპრილს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში 13 აპრილამდე უნალექო ამინდი იქნება, შემდეგ კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსია ნავარაუდევი.


Print