ახალი ამბები
ზუგდიდის მერია საჯარო სკოლებში "ბოლო ზარის" ღონისძიებებისთვის 31 590 ლარს გამოყოფს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლებში "ბოლო ზართან" დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 590 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება მოიცავს კონცერტის ტექნიკური ნაწილით უზრუნველყოფას.

კერძოდ, ეს გულისხმობს საკონცერტო სცენის მოწყობას (მიწოდება, მონტაჟი/დემონტაჟი), სცენის გაფორმებას ეფექტებითა და განათებებით, ასევე, გახმოვანების აპარატურით მომსახურებას, "ფერების ფესტივალის" ორგანიზებას, ხმის რეჟისორისა და ასისტენტის მოწვევას, ფეიერვერკების მოწოდება-გაშვებას.

ტენდერში წინადადებების მიღება 19-დან 22 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2024 წლის 18 მაისს უნდა შეასრულოს.

გასულ წელს, მერიამ ამავე ღონისძიებისთვის ჯამში 44 480 ლარი გამოყო. 2023 წელს მისი ღირებულება 24 250 ლარი იყო. ამ თანხიდან 15 000 ჯგუფ "Killages"- ს გადაუხადეს.

Print