ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16 აპრილამდე
13-15 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში, 13 აპრლს უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, 14 და 15 აპრილს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში, მათ შორის, ანაკლიასა და ფოთში, 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს წვიმა. ჰაერის ტემპერატურას +17, +19 გრადუსს ვარაუდობენ.

რაც შეეხება მესტიას, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი,ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსს მიაღწევს.


Print