ახალი ამბები
ბოლო წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები შემცირდა - შსს სტატისტიკა
საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2019-2023 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი 24.3%-ით შემცირებულია.

როგორც მონაცემებშია ასახული, 2019 წელს სხვადასხვა სახის ძალადობის, ჯამში 648, 2023 წელს კი, 490 შემთხვევაა აღწერილი.

სტატისტიკაზე დაყრდნობით, სახეებს შორის ყველაზე მეტად, ფსიქოლოგიური ძალადობა სჭარბობს, რომლის რაოდენობაც წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

2019წ - 472

2020წ – 550

2021წ – 553

2022წ – 450

2023 – 395

რაც შეეხება ქვეყნის მაჩვენებელს, ბოლო წლებში საქართველოში ოჯახში ძალადობა 14.8%-ით შემცირდა. 2023 წელს 10 715 ფაქტი აღიწერა.

Print