ახალი ამბები
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მედიკამენტებს სრული დაფინანსებით მიიღებენ
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოტერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება.

„მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში; ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 16 აპრილით თარიღდება.


Print