რეგიონი
ფოთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ქალაქ ფოთში, მოქალაქეს, კუთვნილ შენობა-ნაგებობაში განთავსებულ დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული,“- მითითებულია ინფორმაციაში.

ამასთან, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print