ახალი ამბები
ჩვენთვის “უცხოური გავლენის” ორგანიზაციის იარლიყი მიუღებელია, ისევე, როგორც ეს კანონი - “ათინათი”
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება. ორგანიზაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა. ამავე პოზიციაზეა ასოციაციაში შემავალი რადიო "ათინათი", რომელიც 1998 წლიდან მაუწყებლობს და მისი დაფარვის არეალი აფხაზეთსაც მოიცავს.

"ათინათი" 1995 წლიდან ფუნქციონირებს და მას ხშირად სინათლის სხივს და ოაზისს ეძახიან ზუგდიდელები.

28 წლის განმავლობაში, საერთაშორისო დონორების დახმარებით ასეულობით უმნიშვნელოვანესი და სასარგებლო საგანმანათლებლო პროექტი გვიკეთებია ღიად და გამჭვირვალედ.

ათასობით ახალგაზრდას თუ პედაგოგს, ადგილობრივ მოსახლეობას თუ დევნილებს მიუღიათ "ათინათიდან" სხვადასხვა სერვისი. კეთილი საქმის კეთება "ათინათის" მთავარი პრინციპია და ნათელ, ქართულ ანუ ევროპულ მხარეს დგომა ჩვენი მთავარი ღირებულებაა.

ჩვენ ვაკეთებდით და ვაკეთებთ ქართულ საქმეს და პატრიოტებად ვზრდით ახალგაზრდებს, ამიტომ ჩვენთვის "უცხოური გავლენის" ორგანიზაციის იარლიყი მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ეს კანონი.

ჩვენი გზა არის გზა ევროპისკენ და ევროპაში!", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდში "აგენტების" კანონის პირველი მოსმენით მიღება კვლავ გააპროტესტეს (ფოტო)
Print