რეგიონი
გუბერნატორი ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო (ვიდეო)
სამეგრელო-ზემოს სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ობიექტზე, სადაც ამჟამად მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "დაგი" ახორცილებს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016
წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპის – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. პროექტის ღირებულება 9`747`000.00 ლარს შეადგენს.

ცენტრალური მოედანი 7 233 მაყურებელზეა გათვლილი, სათადარიგო კი 1 224 მაყურებელზე. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნურით.


Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
არქივი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.