გემრიელი ისტორიები
იტალიური პასტა და პანაკოტა ქეთევან წყაროზიასგან (ფოტო, ვიდეო)
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"გემრიელი ისტორიების" მორიგი სტუმარია ექიმი ქეთევან წყაროზია. 



ინგრედიენტები პასტის მოსამზადებლად:


400 გრ. სპაგეტი
1 თავი ხახვი
300 გრ. პომიდორი
200 გრ. თინუსის ფილე საკუთარ წვენში
2 ს/კ სოიოს სოუსი
4-5 ს/კ ზეითუნის ზეთი
80 გრ. დაჭრილი უკურკო ზეთისხილი
300 გრამი ყველი (პარმეზანი)
2 ს/კ ბაზილიკი
მარილი და შაქარი გემოვნებით



მომზადების წესი:

სპაგეტი მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული წესით, გადაწურეთ და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ცალკე მოშუშეთ ნიორი და ხახვი. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, რამდენიმე კოვზი სოიოს სოუსი, ხმელი ბაზილიკი, მარილი და შაქარი.ბოლოს ჩაამატეთ თინუსის ფილე. სპაგეტი მოათავსეთ ღრმა ჯამზე, მოასხით სოუსი და ბოლოს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი (პარმეზანი).



პანაკოტა (იტალიური დესერტი):

500 მლ. ნაღები
280 გრ. შაქარი
200 მლ. რძე
2 ს/კ ვანილის შაქარი
2ს/კ ჟელატინი
50 გრ. წყალი
50 გრ. ჟოლო
1 ს/კ პიტნა



მომზადების წესი: 

ნაღები, 180 გრ, შაქარი, რძე და ვანილი მოათავსეთ ჯამში და დადგით ცეცხლზე. 2 ს/კ ჟელატინი წინასწარ გაალღვეთ 50 მლ. წყალში. შეათბეთ ნაღებიანი მასა და ჩაამატეთ გაფუებული ჟელატინი, ბოლოს კი ჩაამატეთ 1ს/კ ხმელი პიტნა. წამოადუღეთ და გადაანაწილეთ ფორმებში. შედგით მაცივარში 3-4 საათით.

ცალკე მოამზადეთ სოუსი: 50 მლ. წყლისა და 100 გრ შაქრისგან გააკეთეთ სიროფი, ჩაყარეთ ჟოლო და მოადუღეთ.

მზა პანაკოტა გამოიღეთ მაცივრიდან, ფრთხილად ამოიღეთ ჯამიდან და მოსხით ჟოლოს ( ან ნებისმიერი სხვა ხილის) სოუსი, მორთეთ პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!







Print E-mail
FaceBook Twitter Google
მოქალაქეების აზრი
მოსწონთ თუ არა ზუგდიდელებს განახლებული ბულვარის დიზაინი (ვიდეო)
24 / აპრილი 2018
ზუგდიდის ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე
მოქალაქეების აზრი ზუგდიდში პანთეონის შესაძლო დაარსებაზე (ვიდეო)
11 / აპრილი 2018
"უნდა იყოს თუ არა ზუგდიდში პანთეონი და რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩნენ ადამიანები პანთეონში დასაკრძალად" - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდელებს
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა ზუგდიდის ბულვარის განახლებული დიზაინი?
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.