რეგიონი
ზუგდიდში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა თხილის ქარხანა დააყაჩაღეს
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე თხილის ქარხანა "თურალ გრუფი", დაახლოებით, ერთი საათის წინ დააყაჩაღეს. ქარხნის დირექტორის მაია მიქავას ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ლარი. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ საღამოს რვა საათისთვის რამდენიმე ნიღბიანი ცეცხლსასროლი იარაღებით ქარხანაში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფული წაიღო.

"ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ, ყვირილით, ძირს დააწვინეს, ერთ-ერთს იარაღი ჩაარტყეს თავში და საავამდყოფოშია გადაყვანილი. ერთმა ნიღბიანმა კი გაისროლა და ოდნავ აცდა, რომ ჩვენს თანამშრომელს მოხვედროდა. ფაქტობრივად, დღისით, მზისით", - აღნიშნა მაია მიქავამ.

რადიო "ათინათი" დეტალების გარკვევას შს სამინიტროში და საავადმყოფოში ცდილობს.
Print