ახალი ამბები
საოლქო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ოპოზიცია ესწრება, გადასატან ყუთის საკითხზე მსჯელობენ
#67 ზუგდიდის საოლქო კომისიაში სხდომა იწყება, სადაც გადასატან ყუთში შემავალი სიების დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. სხდომას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მათ აღმოაჩინეს რიგი დარღვევები, რომელთა განხილვასაც აპირებენ.

მისივე თქმით, აღმოაჩინეს, რომ გადასატან ყუთის სიაში ჩაწერილია ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეს მომსახურება არ სჭირდებათ და თავადაც შეუძლიათ უბანზე მისვლა. გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ გაცემულ ბეჭდებთან და სამაგიდო სიებთან ერთად გაიცა მარკირების სითხე. მათ აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ისინი და არის თუ არა დალუქული.
Print